quTaisis sainJinro instituti  
  
       
 


 

ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი ქალაქის ერთერთი პირველი საერო სასწავლებელია. იგი დაარსდა 1991 წლის ზაფხულში ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ინსტიტუტის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის რექტორატმა. 1991-95 წლებში ინსტიტუტი წარმოადგენდა უნივერსიტეტის ფასიან სექტორს და სტუდენტების რაოდენობით თითქმის უტოლდებოდა უნივერსიტეტის კონტიგენტს. შესაბამისად, ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე გარდამავალ პერიოდში ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის თანამშრომლების ცხოვრებაში. 1995 წლის ზაფხულში ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანხმობით, საინჟინრო ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და გადვიდა ახალ ტერიტორიაზე. ამ პერიოდისათვის ინსტიტუტს ჰყავდა 1000 მდე სტუდენტი. რამდენიმე ათეული სპეციალობიდან, რომლებზეც ინსტიტუტმა მიიღო ლიცენზია 1991-93 წლებში, სასწავლებელმა გააგრძელა კონტიგენტის მიღება ათამდე ყველაზე პოპულარულ სპეციალობაზე, რომლების მიმართაც მოსახლეობა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა.

ინსტიტუტმა დაარსებისთანავე უდიდესი ყურადღება დაუთმო სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმატიკას და კომპიუტერულ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

საინჟინრო ინსტიტუტი არის ქალაქის სინამდვილეში პირველი დაწესებულება, რომელმაც შემოიტანა პერსონალური კომპიუტერებისაგან შემდგარი უახლესი ტექნიკა და შექმნა რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი კომპიუტერული ცენტრი, რომლითაც ქალაქის სხვა სასწავლებლების თანამშრომლები და სტუდენტებიც სარგებლობდნენ. 1996-2000 წლებში ინსტიტუტის კომპიუტერული ტექნიკით დაკომპლექტებული ეს ცენტრი ტერიტორიულად განთავსებული იყო ქალაქის 1 საშუალო სკოლაში და მან უდიდესი როლი ითამაშა როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის, ისევე ინფორმატიკის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტთა მომზადების საქმეში.

1998-2002 წლებში ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო რეგიონალური კოორდინატორი გაეროს განვითარების პროგრამოს პროექტისა, რომლის ძალებითაც ქალაქ ქუთაისსა და იმერეთის 11 რაიონში განთავსებული ყველა სახელისუფლო ორგანო აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, შეიქმნა ლოკალური და რეგიონალური ქსელი, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან. მომზადდა და გადამზადდა ასელობით მოხელე.

ამჟამად ინსტიტუტის ყოველ 12 მოსწავლეს ემსახურება ერთი პერსონალური კომპიუტერი, რაც დადგენილ ნორმებზე მნიშვნელოვნად მაღალია. უახლოეს მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება

ინსტიტუტის მატერიალური ბაზა საშუალებას იძლევა სულ უფრო ფართოდ დაინერგოს სწავლების თანამედროვე საინფორმაციო, დისტანციური ტექნოლოგიები. სასწავლო კურსები თანდათანობით ყალიბდება ელექტრონული ვერსიის სახით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე დადგება დრო, როდესაც სტუდენტები სასწავლო მასალას მიიღებენ სახლში ან ნებისმიერ ადგილას, სადაც მათ ექნებათ კომპიუტერთან მუშაობის საშუალება. მასწავლებელთან კი ისინი მივლენ ცოდნის შესამოწმებლად და გაურკვეველი საკითხების ასახსნელად.

მოწინავე საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით ინსტიტუტს დადებული აქვს ხელშეკრულებები უკრაინისა და რუსეთის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებთან. მიმდინარეობს კონტაქტების დამყარება აზერბაიჯანელ კოლეგებთანაც, რომლებიც ამერიკის, ინდიანის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი მეთოდოლოგიით მუშაობენ. შესაბამისად, იმ მოწინავე მოსწავლეებს რომლებიც შეისწავლიან უცხო ენას, საშუალება ექნებათ პარალელურად მიიღონ განათლება და შესაბამისი დიპლომი უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

 

 
N
 
 
     
yvela ufleba daculia © 2008, quTaisis sainJinro instituti